იუნისეფმა ბსუ-ს ბავშვთა უფლებების ცენტრის საქმიანობა შეაჯამა

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ბსუ-ს ბავშვთა უფლებების ცენტრის საქმიანობა შეაჯამა. პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, ღასან ხალილმა, ცენტის სამომავლო გეგმები და განვითარების სტრატეგია განიხილა.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბავშვთა უფლებების ცენტრი, 2021 წელს, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით გაიხსნა. აქ იუნისეფის ჩართულობით, პერიოდულად იმართება ტრენინგები ბავშვთა უფლებების საკითხებზე, ასევე, მუშავდება საგანმანათლებლო მასალები, რომლებიც შემდეგ ხდება ერთგვარი სახელმძღვანელო პროფესორ-მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის, რათა უკეთ მოხდეს მოზარდთა უფლებების გააზრება.

მეტის ნახვა