ახალი ამბები • 1769693544
"იალქანის" ბენეფიციარების სააღმზრდელო პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო
განათლება
1650043565
,,იალქანის” ბენეფიციარების სააღმზრდელო პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო. თორნიკე რიჟვაძემ ბავშვების საჭიროებები მოისმინა. დღის ცენტრი 50-მდე ბავშვს ემსახურება. ფონდს აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ფართი გადაეცა, სადაც საერთაშორისო სტანდარტების დღის ცენტრი მოეწყო.
ბენეფიციარები აქტიურად არიან ჩართულნი კულტურულ და სპორტულ აქტივობებში. ისწავლება თიხაზე მუშაობა და უცხო ენები. ფონდს დაემატა მობილური და მულტიდისციპლინარული ჯგუფები, რომლებიც ბავშვებთან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ.
,,იალქანი“, მაისიდან, სხვადასხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარს, 24 საათიან მომსახურებას გაუწევს. ინფორმაცია ვიდეო მასალასთან ერთად აჭარის მთავრობის ადმინისტრაციამ მოგვაწოდა.
მეტის ნახვა






















