"იალქანის" ახალგაზრდულმა ცენტრმა ქობულეთში მცხოვრებ ბოშებს უმასპინძლა

იალქანი

"იალქანის" ახალგაზრდულმა ცენტრმა ქობულეთში მცხოვრებ ბოშებს უმასპინძლა. შეხვედრა ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა ტოლერანტობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეკრებილებმა იმსჯელეს იმ ნაბიჯებზეც, რა გზითაც საზოგადოება განსხვავებული რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობისა თუ სოციალური ჯგუფის წევრების მიმღებლობაში უნდა დაარწმუნონ.

ღონისძიების დასასრულს მოზარდებს საჩუქრები გადაეცათ.

მეტის ნახვა