"გამარჯობა რუბის" წიგნებით დამატებით 40 სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლე ისწავლის

„გამარჯობა რუბის“ წიგნებით დამატებით 40 სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლე ისწავლის. ამ გზით, მოზარდები პროგრამირებას, კომპიუტერულ მეცნიერებებსა და კოდის წერის საწყისებს დაეუფლებიან. კომუნიკაციების კომისია ფინურ წიგნებს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უსასყიდლოდ გადასცემს.

სიახლის მიზანი მოზარდებში მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარების განვითარებაა. „გამარჯობა რუბის“ სწავლების მეთოდებში 40-მდე პედაგოგი გადამზადდა.

წიგნებით დღემდე 3 ათას 250 მოსწავლე სწავლობდა, მომავალში კი მათი რიცხვი 61-ით გაიზრდება. 

მეტის ნახვა