"ეს ქვეყანა შენია - გაიზიარე პასუხისმგებლობა" - ხელვაჩაურში შეხვედრა გაიმართა

„ეს ქვეყანა შენია - გაიზიარე პასუხისმგებლობა“ - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით, ხელვაჩაურში შეხვედრა გაიმართა. მიზანი ახალგაზრდებისთვის სამოქალაქო ორგანიზაციების ფუნქციისა და როლის გაცნობა იყო.

კამპანიის ფარგლებში, მხარეებმა აღნიშნეს, რომ გზა ევროპისკენ, სადაც ადამიანის უფლებები და უსაფრთხოებაა დაცული, საზოგადოების ღირებულებებზე გადის.

დღესვე, გამოცხადდა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა პრობლემის მოგვარებისკენ მიმართული კამპანია უნდა განახორციელონ.

მეტის ნახვა