ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე აბიტურიენტებისთვის გასაცემი სახელმწიფო გრანტის მოცულობა 12 600 000 ლარია

ეროვნულები

მთავრობის დადგენილების მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა 12 600 000 ლარითაა განსაზღვრული.

2023-2024 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა, ისევ, 2 250 ლარი იქნება.

ამასთან, დადგენილების მიხედვით, ის სტუდენტები, რომლებიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მოიპოვებენ სრულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ნაწილობრივ სახელმწიფო სასწავლო გრანტს ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის უფლებას, მოპოვებული ქულების მიხედვით, დაფინანსდებიან 215 000 ლარის ფარგლებში, შემდეგი ოდენობებით: სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი – 70 000 ლარი; სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის 70 პროცენტი – 70 000 ლარი; სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის 50 პროცენტი – 75 000 ლარი.

მეტის ნახვა