"Erasmus+"-ის ფარგლებში, ბსუ-ში სტრატეგიული დაგეგმარების შესახებ ტრენინგი გაიმართა

„Erasmus+“-ის ფარგლებში, ბსუ-ში სტრატეგიული დაგეგმარების შესახებ ტრენინგი გაიმართა. შეხვედრის მიზანი, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, მესამე მისიის მნიშვნელობისა და ხარისხის გაუმჯობესებაა.

შედეგად უნდა შედგეს, მარეგულირებელი დოკუმენტი, რის საფუძველზეც მესამე მისიის როლი ეროვნულ დონეზე განისაზღვრება, როგორც აკრედიტაცია-ავტორიზაციის სავალდებულო კომპონენტი. მონაწილეები გაეცნენ დამატებითი ფუნქციის აქტივობების შესახებ სტრატეგიული დაგეგმვის ხერხებს.

სამდღიან ტრენინგში, 8 ქართული უნივერისტეტის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.

მეტის ნახვა