დათო ტურაშვილი და ქეთი მაჭავარიანი - ბათუმში, ევროპულ პერსპექტივაზე დისკუსია გაიმართა

„ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა საქართველოს ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით“ – თემაზე ბათუმში, დისკუსია გაიმართა. ევროპული არჩევანის მნიშვნელობაზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილებს მწერალი, დათო ტურაშვილი და რეჟისორი, ქეთი მაჭავარიანი ესაუბრნენ.

სტუმრებმა, ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, ეროვნული მისია და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა განიხილეს. შეხვედრის ორგანიზატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ იყო.

მეტის ნახვა