ჭადრაკის სწავლება II კლასშიც სავალდებულო გახდება

ჭადრაკი

მომავალი წლიდან, ჭადრაკის სწავლება, მეორე კლასშიც სავალდებულო გახდება. აქამდე, ის, მხოლოდ, პირველ კლასში ისწავლებოდა. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, I და II კლასებში ჭადრაკი იმ შემთხვევაშია სავალდებულო, თუ კი სკოლას შესაბამისად მომზადებული მასწავლებელი ჰყავს. საუბარია, დაწყებით კლასებში, „კომპიუტერული ტექნოლოგიების“  გაკვეთილების შეტანაზეც.

საჯარო სკოლებში ჭადრაკის სწავლება, როგორც სავალდებულო საგანი, 2022 წელს დაემატა. ამავე წელს, შევიდა ცვლილება „კომპიუტერული ტექნოლოგიების“ სწავლებაშიც. თუმცა, აქამდე ნებაყოფლობითი იყო და სკოლას სურვილის შემთხვევაში შეეძლო დაემატებინა კვირაში ერთი საათი.

2023-2024 წლისთვის კი საგნის სწავლება სავალდებულო იქნება.

მეტის ნახვა