ბსუ-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო - უნივერსიტეტში, წელს 1 380 სტუდენტი ჩაირიცხა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წელს 1 380 სტუდენტი ჩაირიცხა. ბსუ-ს რექტორის განცხადებით, საბაკალავრო პროგრამები რეკორდულად შეივსო და გასულ წლებთან შედარებით, 98.6 პროცენტით გაიზარდა.

156 პროცენტიანი მატებაა სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე აბიტურიენტთა რიცხვში.

სასწავლო დაწესებულების შვიდ ფაკულტეტზე 7 ათასამდე სტუდენტი სწავლობს, მათ შორის 500 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მეტის ნახვა