ბათუმში, წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

ბათუმში, წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. ღონისძიება სპორტის სასახლეში მიმდინარეობს და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მიიღონ სრული ინფორმაცია სასწავლო პროგრამების, სტიპენდიების, გრანტებისა და სტაჟირების შესახებ. ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია და სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამები.

გამოფენაში მონაწილეობას 40-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო დაწესებულება მიიღებს. ინიციატივის მიზანი, წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობაა.

ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია Expo Batumi-ა.

მეტის ნახვა