ბათუმში, სკოლის მოსწავლეებმა თვითდაზიანება მიიყენეს

მეხუთე სკოლა

ბათუმში, სკოლის მოსწავლეებმა თვითდაზიანება მიიყენეს. შემთხვევა მეხუთე საჯარო სკოლაში მოხდა. TV25.GE-ის ინფორმაციით, შვიდ მოსწავლეს ხელებზე ჭრილობები აქვს. ინციდენტი საგაკვეთილო პროცესის დროს მოხდა.

ფაქტი TV25.GE-ის ბათუმის რესურსცენტრში დაუდასტურეს. დირექტორის, გოჩა დავითაძის თქმით, მოზარდებმა ჭრილობები ხელებზე მიიყენეს. 

ამ წუთებში მოსწავლეები მშობლებთან ერთად საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. დამატებით ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახურიდან ველოდებით. 

მეტის ნახვა