ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო ლაბორატორია გაიხსნა

„ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ - პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სასწავლო ლაბორატორია გაიხსნა. ახალ აპარატურას სტუდენტები საჭირო კვლევებისთვის გამოიყენებენ.

პროექტის მიხედვით, 10 ტრენერს სწავლება უკვე ჩაუტარდა. დაგეგმილია 250 მსმენელის გადამზადებაც.

ევროკავშირის მხარდაჭერით დაფინანსებული სასწავლო პროგრამის მიზანი კურსდამთავრებულების რამდენიმე მიმართულებით დასაქმებაა. 

მეტის ნახვა