ახალი ამბები • 1713386259
ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლო უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმდა
ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელს ავტორიზაცია გაუუქმეს. დაწესებულებაში რამდენიმე სახის კანონდარღვევა დაფიქსირდა. ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმის ჩანაწერების მიხედვით, რამდენიმე სტუდენტი, სასწავლებელში ისე სწავლობდა, რომ პროფესიული პროგრამისთვის საჭირო გამოცდები არ ჩაუბარებია და არც ერთიან ელექტრონულ ბაზაში იყვნენ რეგისტრირებულნი.
პროფესიულ სასწავლებელში მონიტორინგი მას შემდეგ ჩატარდა, რაც ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი სტუდენტის დედამ, პრემიერს სწავლის გადახდის დაფარვის თხოვნით მიმართა, ეს სტუდენტი კი, ერთიან ელექტრონულ ბაზაში ვერ იპოვეს. სასწავლებლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა და სასამართლოში გაასაჩივრეს.
თემაზე რეპორტაჟი მზადდება.
1712907949
1712849156
1712682123
1711347478
1711015419
1710332573