აჭარაში, 2 სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა - კვირის შემაჯამებელი სტატისტიკა

სკოლები

აჭარის განათლების სამინისტრო კვირის შემაჯამებელ Covid-19 სტატისტიკას ავრცელებს, რაც რეგიონის სკოლებშია.

ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით, რეგიონის მასშტაბით, 2 სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზეა. ონლაინ რეჟიმზეა გადასული ცალკეული სკოლის 122 კლასი.

  1. ბათუმი - 94
  2. ქობულეთი - 11
  3. ხელვაჩაური - 12
  4. ხულო - 2
  5. ქედა - 3

სამინისტროს ცნობით, კოვიდი დაუდასტურდა სკოლაში დასაქმებული პერსონალის 1,7%-ს, ხოლო მოსწავლეების – 2,4%-ს.

რეგიონში კვლავ გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 85,6%.

აჭარაში, სულ 229 საჯარო  და 24 კერძო სკოლაა.

მეტის ნახვა