ახალი ამბები • 1653051720
აჭარაში, 2 სკოლა დისტანციურ სწავლებაზეა - კვირის შემაჯამებელი Covid სტატისტიკა რეგიონის სასწავლო დაწესებულებებში

აჭარის განათლების სამინისტრო რეგიონის სკოლებში არსებულ კვირის შემაჯამებელ Covid სტატისტიკას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით, სრულად დისტანციურ სწავლებაზეა 2 კერძო სკოლა.
ონლაინ რეჟიმზეა ცალკეული სკოლის 111 კლასი.
- ბათუმი - 80
- ქობულეთი -19
- ხელვაჩაური - 12
სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდი დაუდასტურდა სკოლაში დასაქმებული პერსონალის 2,9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 2,1%-ს.
რეგიონში კვლავ გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. ამ ეტაპისთვის, აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 85,6%.
უწყება წერს, რომ სკოლებში აქტიურად ხორციელდება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული, მოსწავლეთა და პედაგოგთა უსაფრთხოებისთვის რეგულაციების დაცვის მონიტორინგი.
რეგიონის საჯარო და კერძო სკოლები Covid-19-ის გამოვლენის შემთხვევაში, შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ისევ, მოქმედებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციის შესაბამისად და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე.
აჭარაში, სულ 229 საჯარო და 24 კერძო სკოლაა.

1653028083

1652968535

1652954768

1650535120