24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღეა

განათლება

24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღეა. თარიღი 2018 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის რეზოლუციით დაწესდა. გადაწყვეტილებას მხარი გაეროს 58-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა.

ამ დღეს მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და დემოკრატიის არსებობის უმთავრესი წინაპირობაა.

განათლება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 26-ე მუხლშია გაწერილი. იგი სახელმწიფოს უფასო დაწყებითი განათლების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს. 1989 წელს მიღებული ბავშვთა უფლებების კონვენცია კი, შეიცავს დებულებას სახელმწიფოების ვალდებულების შესახებ, უზრუნველყონ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა ყველასთვის.

მეტის ნახვა