2 დღიანი ექსკურსიები იკრძალება

სასკოლო ექსკურსიებზე რეგულაციები მკაცრდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ექსკურსია, მხოლოდ, ერთ დღეში, ღამისთევის გარეშე უნდა განხორციელდეს. სკოლიდან საექსკურსიო ლოკაციამდე მანძილი კი, 150 კილომეტრს არ უნდა აღემატებოდეს.

უწყების რეკომენდაციის მიხედვით, ექსკურსიის დროს, არასრულწლოვნები მდინარეების, წყალსაცავების, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ზონებში არ უნდა მოხვდნენ. ექსკურსიაში მონაწილე სრულწლოვანთა შორის უნდა იყოს პირი, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შეუძლია. ასევე საჭირო ხდება, ექსკურსიაში მოსწავლის მონაწილეობის შესახებ, მშობლის წერილობითი თანხმობა.

მეტის ნახვა