ახალი ამბები • 1728068947
TBC და საქართველოს ბანკი საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში რჩებიან
TBC და საქართველოს ბანკი საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში რჩებიან. ამის შესახებ ეკონომიკურმა ინსტიტუტებმა მედიასთან განაცხადეს.
მათი განცხადებით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების დაცვას აგრძელებენ.
შეგახსენებთ, 14 სექტემბერს, აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.
18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა. 19 სექტემბერს კი, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა.
ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც "კონსტიტუციის დარღვევად" შეაფასა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება.
1726726009