რა გავლენა მოახდინა კოვიდ პასპორტებმა ბიზნესზე

უკვე ორი თვეა, რაც ქვეყანაში კოვის პასოპორტების, იგივე მწვანე ბარათების სისტემა მოქმედებს. ამ მექანიზმის ამოქმედებით, სახელმწიფოს მიზანია, ერთგვარი გავლენა მოახდინოს მოქალაქეებზე, გაიკეთონ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა. მწვანე ბარათების გარეშე აკრძალულია ისეთ დაწესებულებებში შესვლა, როგორიცაა სასტუმროები, რესტორნები, გასართობი ცენტრები, სპორტული დარბაზები, კინოთეატრები და სხვა. რამდენად უბიძგა ამან საქართველოს მოქალაქეებს აცრისკენ, რთული სატქმელია, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე დიდი, კვების სექტორში ამბობენ, რომ მომხმარებლები საგრძნობლად მოაკლდათ.

ასეთი ცარიელი დარბაზები, მით უფრო შესვენების საათებში და მით უფრო კვების ობიექტებისთვის თუ აქამდე დიდი იშვიათობა იყო, ბოლო თვეების განმავლობაში ეს ჩვეულებად იქცა. უფრო ზუსტად კი მას შემდეგ, რაც ადამიანებს, კოვიდ-პასპორტების გარეშე შესვლა აეკრძალათ. რესტორან „გემო+“-ში ამბობენ, რომ მსურველები ისევ ჰყავთ, თუმცა დარბაზში, ჯარიმების შიშით ვერ უშვებენ.

მხოლოდ ერთგული მომხმარებელი დარჩათ კაფე-ბარებს. მაგალითად „ბერნი“, ფაქტობრივად იმ კონტინგენტზე მუშაობს, რომელსაც ვაქცინაციის პრობლემა არც არასოდეს ჰქონია. ეს რა თქმა უნდა ბიზნესის განვითარებისთვის ცვილებებს ვერ მოიტანს. გამოდის, მხოლოდ იმისთვის მუშაობენ, რომ არ დაიხურონ. მოგება ფაქტობრივად აღარ აქვთ.

ფაქტი ასეთია: მწვანე პასპორტების და ზონების იდეამ, ქართულ რეალობაში ვერ გაამართლა. ადამიანებს სურთ რესტორნებს ესტუმრნონ, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან ბევრისთვის ეს აცრის მიზეზი არ გახდა.

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ კარგმა იდეამ ცუდი შედეგი გამიღო. რადგან წვრილი კვების ობიექტებში განსაკუთრებით კი რეგიონებში, კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა. შოთა ბურჯანაძის თქმით, გადარჩენის მოტივით, ბევრი ობიექტი არც კი აკონტროლებს ვიზტორებთაგან ვის აქვს და ვის არა მწვანე კოვიდ პასპორტი.

სარესტორნო სექტორის გარდა, მდგომარეობა იდენტურია სამორინეებში, სასტუმროებში, გასართობ ცენტრებში, ფიტნეს დარბაზებში, საკურორტო ზონებზე და სხვა. იმისთვის, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს და თან პანდემიის გავრცელების შემცირება მოხდეს, კერძო სექტორი, სახელმწიფოს, მეტად ეფექტური პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს. 

მეტის ნახვა