ახალი ამბები • 1702066781
პიარსამსახურებში დასაქმებულთა ანაზღაურებისთვის 140 მილიონი ლარი დაიხარჯა
ეკონომიკა
1638529435
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, 2013-2020 წლებში სახელმწიფო უწყებებში პიარსამსახურებში დასაქმებულთა ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან 140.5 მილიონი ლარი დაიხარჯა. ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ავრცელებს.
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა, 322 სახელმწიფო უწყების მონაცემებს მოიცავს. 35 დაწესებულებამ ინფორმაცია მათ არ ან არასრულად მიაწოდა. მათ შორისაა, მთავრობის ადმინისტრაცია, თავდაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
მათ წინააღმდეგ, ორგანიზაციამ, სასამართლოს საჩივრით მიმართა და გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა. კვლევის მიხედვით, ბოლო 8 წლის განმავლობაში, საჯარო სამსახურებში პიარში დასაქმებულთა რაოდენობა 68%-ით გაიზარდა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა
1701807096

როგორი ამინდი იქნება 8 ნოემბრამდე | პროგნოზი
1699261403
მეტის ნახვა