მზარდი ფასები და ყოველდღიურად შემცირებული საარსებო კალათა მოქალაქეებისთვის

თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მზარდი ფასები სურსათზე და მოსახლობა, რომელიც საარსებო კალათას ასევე ყოველდღიურად ამცირებს. ის, რომ თავის სარჩენად საჭირო სახსრები, შემოსავლებს ბევრად აღემატება და სხვაობა სულ უფრო და უფრო იზრდება, ეს იგრძნობა ყველგან. ქსელურ და მცირე მარკეტებში, ბაზრებში, გარე ვაჭრობის დახლებზე. პროცენტებში ითვლის ფასების ცვლილებას საქსტატიც, თუმცა ფაქტია, რომ არაფერი იცვლება და იმ არგუმენტით, რომ კერძო სექტორში ფასებს ბაზარი არეგულირებს, პროდუქტების ღირებულება მხოლოდ მზარდია.

პური, ყველი, შაქარი, ზეთი, ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომელთა გაძვირებაც ადამიანებისთვის  ყველაზე მეტად შესამჩნევი გახდა. როცა სურსათის ფასებზე კითხვას ვსვამთ, ახსენდებათ გაძვირებული ხორცი, კარაქი, ფქვილი. ამბობენ, რომ სადღესასწაულოდ მომატებული ფასები ისევ ისე რჩება და ძველ ნიშნულს აღარ უბრუნდება.

მოსახლეობა აღნიშნავს, რომ გაძვირებულია ისეთი პროდუქტებიც, რომლებიც არც იმპორტითაა შემოსული და არც ადგილობრივი წარმოებაა. ბოსტნეული, კვერცხი, ყველი, გააძვირეს იმ მოვაჭრეებმაც, რომლებსაც სარეალიზაციოდ, საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში მოყვანილი პროდუქტი გამოაქვთ.

მომხმარებლები, ყოველდღიურად მზად ფასებზე აღშფოთებას ვერ მალავენ, ამ დროს კი საპირისპიროს აცხადებენ მოვაჭრეები ბაზარში. ამბობენ, რომ ფასები გასული წლის შემოდგომის შემდეგ სტაბილურია.

იქ, სადაც საბითუმო ვაჭრობაა, ხილ-ბოსტნეულის რეალიზატორები ამბობენ, რომ თურქეთში, კარგი მოსავლის წყალობით ფასები არ გაზდილა. ამბობენ, რომ ფასების შენარჩუნებას ხელი გაუსაურებულმა ლირამაც შეუწო. ვერ ხსნიან, რატომ აქვს 300%-ნი მატება სურსათს.

დღეს, ახალი წელია და სამუშაოდ ბევრი არ გამოსულა, თუმცა საცალო და საბითუმო ბაზრებში ამბობენ, რომ დახლებს, მომხმარებლებთან ერთად, ნელ-ნელა მოვაჭრეებიც აკლდებიან. 

მეტის ნახვა