ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი - რა გაძვირდა ყველაზე მეტად?

ინფლაცია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2021 წელს წლიურმა ინფლაციამ 13.9% შეადგინა, რაც რეკორდული მონაცემია.

საქსტატის წერს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ინფლაცია 2.2-დან 12.8%-მდე მერყეობდა, 13,9% კი ყველაზე მაღალი მონაცემია. ხოლო დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციამ 0.3%-ით მოიმატა.

ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სხვადასხვა ჯგუფებში. დეკემბერში ფასები მოემატა:

  • სურსათს და უალკოჰოლო სასმელებს - 0.8%-ით
  • სასტუმროებს კაფეებს და რესტორნებს - 0.9%-ით
  • ხოლო ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ფასები დააკლდა - 1.4%-ით.
  • რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, წლის განმავლობაში ფასები მოემატა:
  • სურსათს და უალკოჰოლო სასმელებს - 15.6%-ით, მათ შორის:
  • ზეთსა და ცხიმს - 24.5%-ით
  • ბოსტნეულს და ბაღჩეულს - 20.7%-ით
  • პურსა და პურპროდუქტებს - 20.2%-ით
  • შაქარს და ტკბილეულს - 19.8%-ით
  • რძეს, ყველსა და კვერცხს - 15.3%-ით
  • ხორცსა და ხორცპროდუქტებს - 10.2%-ით
  • ასევე, ფასები მოემატა:
  • ტრანსპორტს - 17.3%-ით
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 43.5%-ით.

ინფლაცია ფასთა დონის ზრდაა მსყიდველობითუნარიანობასთან შედარებით.

მეტის ნახვა