ახალი ამბები • 1769693544
გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომელიც წინა თვეში ყველაზე მეტად გაძვირდა - ჩამონათვალი
ეკონომიკა
1651572638
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.7 პროცენტით განისაზღვრა.
გთავაზობთ ტოპ-10 პროდუქტს, რომელზე ფასიც აპრილში ყველაზე მეტად გაიზარდა:
- კომბოსტო - 289.8%-ით;
- ბადრიჯანი - 119.9%-ით;
- ქლიავი - 56.7%-ით;
- მარგარინი - 54.2%-ით;
- კარტოფილი - 53.9%-ით;
- დიზელის საწვავი - 53.5%-ით;
- კიტრი - 44.1%-ით;
- ელექტროყავადანი - 42.6%-ით;
- ბენზინი - 41.4%-ით;
- წიწიბურა - 39.4%-ით.
მეტის ნახვა






















