ახალი ამბები • 1769693544
"ბორჯომის" შეწყვეტილი საწარმოო პროცესი - ფინანსთა მინისტრი განმარტებას აკეთებს
ეკონომიკა
1651489216
ფინანსთა მინისტრი "ბორჯომის" შეწყვეტილ საწარმოო პროცესს ეხმაურება. ლაშა ხუციშვილის თქმით, ყველა ნაბიჯი გადაიდგმება იმისთვის, რომ კომპანიამ პროდუქციის წარმოება გააგრძელოს.
მისივე განმარტებით, საწარმოში ბევრი ადამიანია დასაქმებული და თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ იმისთვის, რომ "ბორჯომმა" საქმიანობა აღადგინოს, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გახდეს ცნობილი.
შეგახსენებთ, "IDS ბორჯომი საქართველო" 29 აპრილს განაცხადა, რომ იძულებულია, დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის მიზეზი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებია.
"ბორჯომის" საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს Alfa Group-ი, რომლის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი, ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია.
მეტის ნახვა























