ახალი ამბები • 1769693544
ბათუმში, "საქართველო-ჩეხეთის" ბიზნეს ფორუმი გაიმართა
ეკონომიკა
1651666927
ბათუმში, "საქართველო-ჩეხეთის" ბიზნეს ფორუმი გაიმართა. მონაწილეები აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებსა და რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე ინფორმაციას გაეცნენ.
ფორუმს ოფიციალურ პირებთან ერთად, საქართველოსა და ჩეხეთში ლოჯისტიკის, მშენებლობის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სამედიცინო სფეროში მოღვაწე კომპანიები ესწრებოდნენ. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
ბიზნეს ფორუმზე რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე სპეციალური პრეზენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გამართა. ინფორმაცია ვიდეო მასალასთან ერთად აჭარის მთავრობის ადმინისტრაციამ მოგვაწოდა.
მეტის ნახვა






















