აჭარის ეკონომიკის სამინისტროს 2022 წლის შემოსულობები 34%-ით გაიზარდა - მინისტრი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, 2022 წლის შემოსულობები, გასულ წელთან შედარებით, 34%-ით გაიზარდა. უმაღლეს საბჭოს ანგარიში მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შემოსულობები კი, ფუტკარაძის თქმით, 118%- თაა  შესრულებული.

შემოსავლების გეგმა 362 მილიონ 809 ათას 700 ლარით განისაზღვრა, ხოლო, ფაქტიურმა შესრულებამ 387 391, 200 ლარი შეადგინა. აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული კიდევ ოთხი საკითხი განიხილეს.

სხდომას ბოიკოტის ნიშნად ოპოზიციის წევრები, კვლავ, არ ესწრებოდნენ.

მეტის ნახვა