10 პროდუქტი, რომელსაც უკრაინიდან ვყიდულობთ - როგორი ეკონომიკური კავშირი გვაქვს ომის ზღვარზე მდგარ ქვეყანასთან

ukraina-saqarTvelo

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებულ კვლევას აქვეყნებს. კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2022 წლის იანვარში, საქართველოს მთლიან იმპორტში უკრაინაზე 4,3% მოდის. საქსტატის თანახმად, უკრაინიდან იმპორტმა იანვარში 779 142 800 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო უკრაინიდან ეს მაჩვენებელი 33 557 900 აშშ დოლარი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ იანვრის მონაცემებით, იმპორტიორ ქვეყნებს შორის უკრაინა მე-7 პოზიციაზეა. 

რაც შეეხება ტოპ-10 პროდუქტს, რომელსაც მეგობარი ქვეყნიდან შემოდის ასე გამოიყურება:

  • ფეროშენადნობები - 4 987 430 აშშ დოლარი;

 

  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი, ცხლად ნაგლინი - 3 079 370 აშშ დოლარი;

 

  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 1 823 930 აშშ დოლარი;

 

  • ნაგლინი ბრტყელი სხვა ლეგირებული ფოლადებისაგან, სიგანით 600 მმ ან მეტი - 1 530 230 აშშ დოლარი;

 

  • შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 1 070 650 აშშ დოლარი;

 

  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 857 970 აშშ დოლარი;

 

  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 850 530 აშშ დოლარი;

 

  • კუთხოვანები, ფასონური და სპეციალური პროფილები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 843 170 აშშ დოლარი;

 

  • სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 835 390 აშშ დოლარი;

 

  • პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 823 870 აშშ დოლარი.
მეტის ნახვა