ტელევიზიიდან მთავრობაში - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილედ ემზარ პაქსაძე დაინიშნა

ემზარ პაქსაძე

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილედ ემზარ პაქსაძე დაინიშნა.

ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

"2020 წლიდან დღემდე იგი გახლდათ სსიპ "აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს" საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსი.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციებში.

2006-2021 წლებში - ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის ეკონომიკის ფაკულტეტი და საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკა-სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი", - წერია განცხადებაში.

მეტის ნახვა