ახალი ამბები • 1769693544
საზაფხულო თეატრის რეაბილიტაცია დასრულდა
კულტურა
1649413085
ბათუმის საზაფხულო თეატრის რეაბილიტაცია დასრულდა. კულტურული სივრცე სტუმრებსა და ღონისძიებებს მალე უმასპინძლებს. რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა თეატრის ინტერიერი, განათებისა და გახმოვანების სისტემები. მოწესრიგდა შენობის გარე ფასადი.
თეატრის ტერიტორიაზე დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა. პროექტის ღირებულება 500 ათასამდე ლარს შეადგენს. თეატრში დასაქმებულებსა და კულტურის ცენტრის თანამშრომლებს, ბათუმის მერი შეხვდა. არჩილ ჩიქოვანმა მათ განახლებული შენობის გახსნა მიულოცა და შემოქმედებითი წინსვლა უსურვა. ინფორმაცია ვიდეო მასალასთან ერთად ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.
მეტის ნახვა






















