რაში ადანაშაულებენ ბათუმის თოჯინების თეატრის მოქმედ მენეჯმენტს?

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი უკუსვლას განიცდის - ამ განცხადებას, თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი აკეთებს და მის მიმართ მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს. გიორგი ჩხაიძე ამბობს, რომ 2017-22 წლებში, თეატრის დირექტორის და დასის მიერ შექმნილი ისტორია, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ახირებას ეწირება. ყოფილ ხელმძღვანელ პირებს დღეს სხვა შენიშვნებიც აქვთ. ამბობენ, რომ ერთფეროვანი კონტენტის გამო თეატრი კარგავს მაყურებელს და შესაბამისად შემოსავლებს, რაც განვითარებას აფერხებს.

მეტის ნახვა