ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

„აჭარაში გადარჩენილი ქართული სიტყვის ზეიმი“ - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ სახელწოდების ღონისძიება გაიმართა. ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე ქართველი მწერლები წარსდგნენ.

სააქტო დარბაზში საკუთარი ნაწარმოებები წაიკითხეს, გენრიეტა ქუთათელაძემ, ბელა ქებურიამ, ვახტანგ ღლონტმა, ზურაბ ფირცხალაიშვილმა, როი აბუსელიძემ, გენრი დოლიძემ, სულხან წულუკიძემ და სხვებმა. 

ღონისძიება უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ იყო ორგანიზებული და მას მუსიკალურად ქორეოგრაფიული ანსამბლი „ტბეთი“ აფორმებდა. 

მეტის ნახვა