მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია სრულდება

 ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას 37 ნომერში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია სრულდება. მიმდინარე სამუშაოებს დღეს, არჩილ ჩიქოვანი ვიცე-მერ, ლევან დავითაძესა და საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროს, აკაკი ბერიძესთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შენობის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები. ამ ეტაპზე, შიდა მოსაპირკეთებელი ღონისძიებები მიმდინარეობს.

პროექტის ღირებულება 700 ათას ლარს აღემატება. დასასრულს უახლოვდება ბარათაშვილის ქუჩაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციაც. იგი რამდენიმე თვის წინ, ხანძრის შედეგად დაზიანდა. ამ მისამართზე, სულ, 8 ოჯახი ცხოვრობს.

მეტის ნახვა