მაია ხაჯიშვილმა თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი გაათავისუფლა

აჭარის განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრს სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი ტოვებენ.

გიორგი ჩხაიძემ და თემურ მახარაძემ მინისტრისგან გათავისუფლების შესახებ სიტყვიერად უკვე შეიტყვეს, ბრძანებას კი, დღის ბოლომდე ელოდებიან.

კონკურსი მაია ხაჯიშვილმა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც აღნიშნული ინფორმაცია TV25-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. არადა განათლების მინისტრს, ახალი კადრების შესარჩევად, კონკურსი, მოქმედი ხელმძღვანელების ვადის ამოწურვამდე უნდა გამოეცხადებინა.

ჩვენი ინფორმაციით, თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ირაკლი კიკვაძე განიხილება. კიკვაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

რატომ გამოაცხადა კონკურსი მაია ხაჯიშვილმა დაგვიანებით ან რატომ არ გაუგრძელა ხელშეკრულება მოქმედ თანამშრომლებს - კითხვებზე, როგორც სამინისტროში გვითხრეს, განმარტება მოგვიანებით გაკეთდება. 

მეტის ნახვა