ხელვაჩაურში მაჭახლობა გაიმართა

ხელვაჩაურში მაჭახლობა გაიმართა. ტრადიციული დღესასწაული 2007 წლიდან, მონაცვლეობით, მაჭახლის ხეობის სხვადასხვა სოფელში იმართება. წელს ღონისძიება სოფელ სინდიეთში ჩატარდა. დღესასწაული, ზემო თურქეთის მაჭახელაში დარჩენილი და ადგილობრივი მაჭახლელების ერთად შეკრების გაერთიანების დღეცაა.

ღონისძიებაზე ადგილობრივ ჯგუფებთან ერთად, მოწვეული მომღერალი ბაიარ შაჰინიც იმყოფებოდა. გუშინდელი მძიმე ფაქტის გახმაურების გამო დაგეგმილი საზეიმო ნაწილი გაუქმდა.

მეტის ნახვა