ახალი ამბები • 1714047147
ხარჩო მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანს შორის დასახელდა
კულტურა
1641816206
CNN-მა მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანი დაასახელა, რომელთა შორისაც ქართული კერძი - ხარჩოც მოხვდა.
ჩამონათვალში, რომელსაც რიგითობა არ აქვს, სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძებია ნახსენები, მათ შორის უკრაინული ბორში, ვიეტნამური ბიიფ ფო, ტალანდური ტომ იამ გუნი, ესპანური გასპაჩო, მექსიკური მენუდო და ა.შ.
რაც შეეხება ხარჩოს CNN ხარჩოს ინგრედიენტებს ასე წერს:
"ქლიავის სოუსი, რომელსაც ტყემალი ეწოდება, საქართველოს ტრადიციულ ერთ-ერთ საყვარელ წვნიანს მკვეთრ და ტკბილ გემოს მატებს. ის მზადდება მოუმწიფებელი ქლიავისგან, რომლის სიმჟავეც აბალანსებს წვნიანში გაკეთებული ძროხის ცხიმიანი ხორცისა და დაფქვილი ნიგვზის მდიდარ გემოებს. არომატები მოდის სუნელების ნარევისგან - ხმელი სუნელისგან, ქინძისგან, ქონდარისგან, შავი წიწაკისგან და სხვა ინგრედიენტებისგან."
ქობულეთში, სახლის დამხმარე ნაგებობა დაიწვა
1713428324
მეტის ნახვა