ისტორიის გაყალბება მღვდლის კურთხევით - ხინოწმინდის არქეოლოგიურმა ძეგლმა შესაძლოა სტატუსი დაკარგოს

ისტორიის გაყალბებად შეფასებული ხინოწმინდის ეკლესიის რეაბილიტაცია. არქეოლოგიურმა ძეგლმა, შესაძლოა, პირვანდელი სახე დაკარგოს. მეცხრე-მეთერთმეტე საუკუნის მემკვიდრეობაზე ეკლესიას სწრაფი ტემპით აშენებენ. საკულტო ნაგებობის სახეცვლილებასა და  ისტორიის გაქრობაზე კი პასუხისმგებელი პირები ფიქრობენ, რომ ქვეყნის მასშტაბით არ მოიძებნება ტაძარი, რომელიც დაკონსერვდა და გამონაკლისი ვერც ხინოწმინდა იქნებოდა. სპეციალისტები მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესს დანაშაულად თვლიან.

ასე, სხვა გამოსავალი ვერ ნახეს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე აქტიური მშენებლობა დაიწყო. აღდგენითი სამუშაოები ისე მიმდინარეობს, არავინ ითვალისწინებს ტექნოლოგიებს, რომელიც 9-11 საუკუნეში ამ საკულტო ნაგებობისას იყო გამოყენებული. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს დანაშაულია და არის რისკი, შუა საუკუნეების ძეგლმა, სტატუსი დაკარგოს. 

ძეგლის რესტავრაცია-რეკონსტრუქციას სპეციალური კანონი არეგულირებს. ამ კანონის გათვალისწინებით, თუ ავთენტური მასალებით მშენებლობა შეუძლებელია, მაშინ მისი კონსერვაცია უნდა მოხდეს და იმ ფორმით, როგორადაც ჩვენამდე მოაღწია, ამბობს არქიტექტორ-ურბანისტი. ანა ბიბილაშვილის თქმით, არსებული ფორმით მიმდინარე სამუშაოებით, ისტორია ყალბდება.

ევროპულ მიდგომასა და გამოცდილებაში წუნს დეკანოზი ხედავს. მამა ევდემოზი ხსნის, რატომ არ შეიძლება ძეგლების კონსერვაცია. 

ისტორია გვაქვს, მაგრამ შეუსაბამო მშენებლობებით კვალი რომ ქრება, ესეც უდაოა. ასე, ცხადია არ ფიქრობენ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში. ამბობენ, რომ რეაბილიტაციისთვის, პროექტი, ეროვნულმა სააგნეტომ, სპეციალისტებთან ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად შეითანხმა, რომ ქვეყნის მასშტაბით არ მოიძებნება ტაძარი, რომელიც დაკონსერვდა და გამონაკლისი ვერც ხინოწმინდა იქნებოდა.

ხინოწმინდის, ფაქტობრივად ახალი ტაძრის მშენებლობისთვის, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო 750 000 ლარს ხარჯავს. პროექტი, კიდევ ბევრს არ მოსწონს, თუმცა სამწუხაროდ, თავიანთი აზრის საჯაროდ გამოთქმას, ადგილობრივი არქიტექტორები, არქეოლოგები და ურბანისტები მოერიდნენ.

მეტის ნახვა