ძმები ნობელების მუზეუმის მმართველად მედეა ჩარკვიანი დაინიშნა

ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმის მმართველად მედეა ჩარკვიანი დაინიშნა - ინფორმაცია TV25.GE-ს ჩარკვიანმა დაუდასტურა. მისი თქმით, შეთავაზება სსიპ „აჭარის მუზეუმის“ დირექტორისგან მიიღო.

თანამშრომლებს ახალ ხელმძღვანელს ორშაბათს წარუდგენენ.

შეგახსენებთ, იმ დროს, როცა მედეა ჩარკვიანი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრს ხელმძღვანელობდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალი წარუდგინა. 

2014 წელს მედეა ჩარკვიანს სასამართლომ 12 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, მისი ბრალეულობა არ დადგინდა. 

ბრალდების მხარის მტკიცებით, თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა 86 663,05 ლარს შეადგენდა.

მედეა ჩარკვიანი პროფესიით ჟურნალისტია. იგი წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მეტის ნახვა