ახალი ამბები • 1769693544
ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღე - ბათუმში, სემინარი გაიმართა
კულტურა
1650277414
ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმში, სემინარი გაიმართა. ღონისძიებაში თემით, „შავი ზღვისპირეთის კულტ-მემკვიდრეობის და ძეგლების რეალური მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივები„ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ.
დამსწრეებმა, ერთმანეთს, შავი ზღვის აუზის ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიებაზე აჭარული ნაქარგობების ეთნო-კუთხე იყო წარმოდგენილი. ასევე გაიმართა პრეზენტაცია წიგნის „ფერადი ლითონების მეტალურგიასთან დაკავშირებული ახლადაღმოჩენილი კულტურა“.
მეტის ნახვა






















