Black Sea Arena-ს ცნობით, Front Stage-ზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო - სად შეგიძლიათ ბილეთის ყიდვა?

Front Stage

წელს პირველად, Black Sea Arena-ის ეზოში მდებარე Front Stage-ზე კონცერტი გაიმართება.

არენის ეზოში ფრანგული დისკო-პოპ ბენდის, L’Imperatrice-ის კონცერტი 15 აგვისტოს გაიმართება. როგორც Black Sea Arena-ის წარმომადგენელი აცხადებს, მუსიკის მოყვარულებს განსაკუთრებული დღე ელოდებათ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო 2022 წელს კონცერტის გარეშე არ ჩაევლო, ამიტომ გადავწყვიტეთ ერთგვარი ექსპერიმენტული კონცერტი გაგვეკეთებინა და ამისთვის Black Sea Arena-ის ეზო გამოგვეყენებინა. ვფიქრობთ, რომ მსგავსი ტიპის კონცერტები მომავალ წლებშიც გაგრძელდება, რადგან ეს საშუალებას მოგვცემს არენის შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. რაც შეეხება ღონისძიებას, L’Imperatrice უკვე ჩამოყალიბდა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფრანგულ ბენდად, მათი მუსიკა კი მსოფლიოს უდიდეს ფესტივალებზე ჟღერს და ღია სივრცეს ძალიან უხდება“, - აცხადებს Black Sea Arena-ის წარმომადგენელი.

ბილეთების შეძენა მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ: https://bit.ly/37ZdDN1

L'Impératrice ფრანგული დისკო-პოპ ბენდია, რომელიც 2012 წელს დაფუძნდა. თანამედროვე დისკოსა და ფრანგული პოპის შერწყმით შექმნილმა მუსიკამ L'Impératrice-ს მსოფლიოს მასშტაბით გაუთქვა სახელი და თანამედროვეობის ერთ-ერთ ცნობილ ბენდად ჩამოაყალიბა. ბენდის წევრები არ მალავენ, რომ მათი მთავარი შთაგონების წყარო Daft Punk იყო.

ცხრაწლიანი არსებობის განმავლობაში L'Impératrice-მა უკვე ორი ალბომი და რამდენიმე მინი ალბომი ჩაწერა. ფრანგული ბენდისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა სინგლები Sonate Pacifique და Agitations Tropicales.

ბენდის ბოლო ნამუშევარი Tako Tsubo 2021 წელს გამოვიდა და კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა. სწორედ ამ ალბომით დაანონსებული ტურის ფარგლებში ეწვევა ბენდი საქართველოს და კონცერტს Black Sea Arena-ის ეზოში გამართავს.

მეტის ნახვა