ახალი ამბები • 1695969245
BIAFF 17-24 სექტემბერს ჩატარდება - პროგრამა ცნობილია

ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდება. კინოჩვენებები ტრადიციულად კინოთეატრ "აპოლოში" და ევროპის მოედანზე (ღია ცისქვეშ) გაიმართება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 25 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30-ზე მეტი ქვეყნიდან.
ბათუმის კინოფესტივალი 17 სექტემბერს გაიხსნება კინოთეატრ “აპოლოში” – გახსნის ფილმია, ბათუმელი რეჟისორის ზაზა ხალვაშის ბოლო ფილმი “ლოტო” (რომელიც რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ დასრულდა)
წელს ბათუმის კინოფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ასევე CINEDOC Tbilisi დოკუმანტური ფესტივალის საკონკურსო (ქართული ფილმები) და სპეციალური ჩვენების სექციის დოკუმენტური ფილმები.
ქვემოთ წარმოდგენილია კინოფესტივალის საერთაშორისო კონკურსის პროგრამა – მხატვრული და მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია.
BIAFF მხატვრულ ფილმების საკონკურსო სექციას შეაფასებს ხუთკაციანი ჟიური – გიორგი ოვაშვილი (საქართველო) – ჟიურის თავჯდომარე, ანჟეი სლოვიცკი (გერმანია), მეჰმეტ ალი არსლან (თურქეთი), დიანა მარტიროსიანი (სომხეთი), ნიკა აბრამიშვილი (საქართველო). ამ სექციაში ათი ფილმი იქნება წარმოდგენილი.
BIAFF მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი
1. „ბლაგას გაკვეთილი“, სტეფან კომანდარევი, ბულგარეთი/გერმანია, 2023 წ., 114 წთ.
2. „თორმეტის ღამე“, დომინიკ მოლი, საფრანგეთი/ბელგია, 2022; 114 წთ.
3. “კრიტიკული ზონა“, ალი აჰმადზადე, ირანი/გერმანია, 2023; 99 წთ.
4. „ნატეხები“, ბეატა ძიანოვიჩი, პოლონეთი, 2022; 100 წთ.
5. „იმაგო“, ოლგა ჩაიდას, პოლონეთი/ნიდერლანდები/ჩეხეთი, 2023 წ.; 113 წთ
6. „ნელა“, მარია ქავთარაძე, ლიტვა/ესპანეთი/შვედეთი, 2023 წ., 108 წთ.
7. „შემდგომ“, ენტონი ლაპია, საფრანგეთი, 2023; 70 წთ.
8. „ჰიპნოზი“, ერნსტ დე გეერი, შვედეთი/ნორვეგია/საფრანგეთი, 2023; 98 წთ.
9. „შავი შაშვი მაყვალი“, ელენე ნავერიანი, შვეიცარია/საქართველო, 2023 წ., 110 წთ.
10. „მოქალაქე წმინდანი“, თინათინ ყაჯრიშვილი, საქართველო/საფრანგეთი/ბულგარეთი, 2023 წ., 100 წთ.
BIAFF მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციას შეაფასებს სამკაციანი ჟიური – თამარ ბართაია (საქართველო) – ჟიურის თავჯდომარე, არტურ ვებერი (ესტონეთი), რუსუდან გლურჯიძე (საქართველო).
წარმოდგენილი იქნება 20 მოკლემენტრაჟიანი ფილმი:
BIAFF მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექცია
- „საზღვრები”, მირანდა ნამიჭეიშვილი, საქართველო, 2023; 22 წთ.
- „იხვებზე ნადირობა”, გიორგი ქობალია, საქართველო, 2023 წ., 20 წთ.
- „სახლი არ დატოვო!”, დავით ჯაფარიძე, საქართველო, 2023; 12 წთ.
- „მერცხლის ტრაექტორია”, ლევან შუბაშვილი, საქართველო, 2023 წ.; 27 წთ.
- „ბათუმს და თითოეულ მოგონებას”, ლევან სიხარულიძე, გიგა ბაინდურაშვილი, საქართველო, 2023; 7 წთ.
- „გიული – ეს იყო სიზმარი”, მერი გელაგუტაშვილი, გერმანია, 2023; 14 წთ.
- „მგზნებარე სხვა”, ალისა ბრაიგო, საფრანგეთი, 2022; 16 წთ.
- „გარდაცვლილი ქორწინება”, მიხალ ტოჩეკი, პოლონეთი, 2022; 18 წთ.
- „სამართლიანი თამაში”, ზოლე აეშბახერი, შვეიცარია/საფრანგეთი, 2022; 15 წთ.
- “ შორს”, გუნურ მარტინსდოტირ შულტერ, ისლანდია, 2023; 5 წუთი.
- „ის ლურჯდება”, შადი კარამროუდი, ირანი, 2023; 15 წთ.
- „პაემანი”, უკრაინა, 2023 წელი, 5 წთ.
- „ცვარი”, ტურან ჰასტი, თურქეთი, 2023 წელი, 20 წთ.
- „ჩვენი მამაკაცები და ქალები“, აჰმად ალიასერი, იორდანია, 2023, 11 წთ.
- „გთხოვთ დარჩეთ ხაზზე“, ტან ცე დინგი, მალაიზია, 2023; 18 წთ.
- „ნაკუწები”, იგორ გავვა, უკრაინა, 2023; 15 წთ.
- „კვამლი შენს თვალებში ხვდება”, ელვინ ლი, სინგაპური, 2023; 19 წთ.
- „გაუგონარი რამ”, რამაზან კილიჩი, თურქეთი, 2023; 15 წთ.
- „ვინლანდი”, მარტინ კუბა, ჩეხეთი, 2023 წ., 30 წთ.
- „თეთრი ჭიანჭველა“, შალინი ადნანი, დიდი ბრიტანეთი/ინდოეთი, 2023; 15 წთ.
- ბათუმის კინოფესტივალის არასაკონკურსო პროგრამა მოიცავს შემდეგ სექციებს – დიდოსტატთა კოლეცია, ქართული პანორამა და ფოკუსი „უკრაინა“
BIAFF – დიდოსტატთა კოლექცია
- „დროის წესრიგი“, ლილიანა კავანი , იტალია, 2023, 113 წთ.
- “მოტაცებული“, მარკო ბელოკიო, იტალია/საფრანგეთი/გერმანია, 2023 წელი, 125 წთ.
- „მწვანე საზღვარი“, აგნეშკა ჰოლანდი, პოლონეთი/გერმანია/საფრანგეთი/ჩეხეთი/ბელგია, 2023 წ.; 147 წთ.
- „მშრალი ბალახების შესახებ“, ნური ბილე ჯეილანი, თურქეთი/საფრანგეთი/გერმანია/შვედეთი, 2023 წ.,197 წთ.
- „სრულყოფილი ციფრები“ ქშიშტოფ ზანუსი, პოლონეთი/ისრაელი/იტალია, 2022; 87 წთ.
- „ღმერთის ძახილი“, კიმ კი-დუკი, ესტონეთი/ლიტვა/ყირგიზეთი/შეერთებული შტატები/ჩინეთი, 2022 წ.; 81 წთ.
BIAFF ქართული პანორამა - „ლოტო“, ზაზა ხალვაში, საქართველო, 2023; 84 წთ.
- „იარე ლიზა“, ნანა ჯანელიძე, საქართველო/ბულგარეთი, 2023, 120 წთ.
- ‘ზამთრის ბლუზი“, თაზო ნარიმანიძე, საქართველო, 2022; 103 წთ.
- „მშვენიერი ელენე“, გიორგი ოვაშვილი, საქართველო/თურქეთი/საფრანგეთი, 2022 წ.; 100 წთ.
- „აღუქმელი ნათება“, ანა სარუხანოვა, საქართველო, 2023; 84 წთ.
- „დრამერი“, კოტე კალანდაძე, საქართველო, 2022; 84 წთ.
- „რუსთაველის ქვეყანა“, ერეკლე ინაშვილი, საქართველო/გერმანია, 2023; 68 წთ.
- „სიყვარულის კოქტეილი“, ქეთევან ტაკიძე, საქართველო, 2023; 50 წთ.
- „მონიკა“, ლენა ჭაღალიძე, საქართველო, 2023; 14 წთ.
- “მეექვსე რიგი“, ბიძინა გოგიბერიძე / ლენარტ იუპერი, გერმანია/საქართველო, 2023 წ.; 26 წთ.
BIAFF/CINEDOC – ფოკუსი „უკრაინა“
- “ჩვენ არ გავქრებით”, ალისა კოვალენკო, უკრაინა, პოლონეთი, საფრანგეთი , 2023 , 100 წთ
- “ღამის ფრთის ქვეშ”, ლესია დიაკი, უკრაინა , 2023 ,19 წთ
- “პაემანი”, უკრაინა, 2023 წელი, 5 წთ.
- “ნაკუწები”, იგორ გავვა, უკრაინა, 2023; 15 წთ.
ბათუმის კინოფესტივალზე CINEDOC TBILISI წარმოადგენს დოკუმენტური ფილმების პროგრამას შემდეგ სექციებში:
CINEDOC – სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია
- რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს, გიორგი ფარქოსაძე,საქართველო, 2023, 77 წთ.
- აღდგომა, ნიკოლოზ ბეჟანიშვილი, საქართველო , 2022 , 94 წთ
- სასტუმრო მეტალურგი , გიორგი ვარსიმაშვილი, ჯეანე ნოუჩი; საქართველო , 2023 ,73 წთ
- ღიმილიანი საქართველო, ლუკა ბერაძე, საქართველო , 2023 , 62 წთ
- ჯადოსნური მთა, მარიამ ჭაჭია, ნიკ ვოიგთი, საქართველო,2023 , 74 წთ
- ავტოპორტრეტი ზღვარზე, ანნა ძიაპშიპა, საქართველო ,2023 ,50 წთ
- დღე და ღამე, ნინო გოგუა საქართველო ,2022 ,46 წთ
CINEDOC – მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექცია
- მეორადი მიწა, ლევან ადამია, საქართველო , 2022 , 12 წთ
- ღობე პატიოსნების ნიშანია , სოფო ჩხეიძე, ქეითი ლატიმერი;საქართველო , 2023 , 11 წთ
- ციებ-ცხელების შემდგომ, სალომე ჯაში, საქართველო , 2023 , 18 წთ
- ანას პროცესი , თამარა მშვენიერაძე; მარიამ ჯაჭვაძე, საქართველო , 2023 , 43 წთ
- ოცნების ქალაქი, მარადია ცაავა, საქართველო , 2023 , 23 წთ
- Tick Tock, ნინო ლეკიშვილი, საქართველო , 2023 , 21 წთ
- CINEDOC – სპეციალური ჩვენებები Kinedok-თან თანამშრომლობით
- სამი დივა, მათე ქოროსი, უნგრეთი , 2021 ,80 წთ
- ძალიან ახლოს, ბოტონდ პუშოკ,რუმინეთი, უნგრეთი, 2021 , 85 წთ
- რევოლუციის მუზეუმი, სრჯან ქეჩა, სერბეთი, ხორვატია, ჩეხეთი , 2021 , 91 წთ

1695644233