ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო - რას ნახავთ დღეს ბიაფზე?

ბათუმში, საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო. ბიაფი მეჩვიდმეტედ ტარდება. ჩვენებაზე წელს უკრაინის თემატიკა იქნება აქტუალური. ასევე, დაგეგმილია ორი ახალი ქართული ფილმის პრემიერა.

წარმოდგენილი იქნება მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. რჩეულებს საერთაშორისო ჟიური გამოავლენს, რომლის თავმჯდომარეც პოლონელი ლეხ მაიევსკი იქნება, წევრები კი, კარმენ გრეი, ლაშა ხალვაში, ნინო ბასილია და გელა ბაბლუანი.

რაც შეეხება მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო ფილმების ჟიურის, ასეთია: ზურაბ ცინცქილაძე, ილეანა სტანკულესკუ და თორნიკე გოგრიჭიანი.

TV25.GE გთავაზობთ, რას ნახავთ დღეს ბიაფზე:

კინოთეატრი “აპოლო” (მ. აბაშიძის 17)

  • 12.00 - CINEDOC „ნელი და ნადინი“, მაგნუს გერტენი, შვედეთი/ბელგია/ნორვეგია, 2022, 92 წთ
  • 14.00 - CINEDOC „მაინც ვითამაშებთ“, გიორგი ვარსიმაშვილი, საქართველო, 2022, 85 წთ
  • 16.00 - GEO - „მეოთხე ბრაიტონი“, ლევან კოღუაშვილი, საქართველო/აშშ, 2021 წ.; 90 წთ
  • 18.00 - FC1 - „19“, მანიჯე ჰეკმატი, ირანი/გერმანია, 2022; 75 წთ.
  • 20.00 - FC2 - “ცის ნაჭერი”, მაიკლ კოხი, შვეიცარია/გერმანია, 2022; 137 წთ.
  • 22.30 - MC - „სევდის სამკუთხედი, რუბენ ოსტლუნდი, შვედეთი/გერმანია/საფრანგეთი/დანია, 2022 წ., 142 წთ.

ღია კინოჩვენებები (ევროპის მოედანი)

  • 20.00 - „მრავალჟამიერი“, ელდარ შენგელაიას მოკლემეტრაჟიანი ფილმების კრებული, საქართველო, 2022, 58 წთ
  • 21.00 - GEO - „ქიმიური ქორწინება“, ნინო ბასილია, საქართველო/გერმანია, 2022 წ., 80 წთ.

აქვე შეგახსენებთ, წელს, ბათუმის კინოფესტივალის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა მხარდამჭერების სიას გამოაკლდა ყველა სამთავრობო სტრუქტურა - საქართველოს კულტურის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო და ბათუმის მერია.

მეტის ნახვა