ბათუმში, ბიაფის კინოფესტივალი გრძელდება

ბათუმში, ბიაფის კინოფესტივალი გრძელდება. დღეს, კინოთეატრ აპოლოში რამდენიმე ფილმის ჩვენება გაიმართა. ჩამონათვალი ასეთია: „კაზუს ბელი“, „საშობაო ნაძვის ხის პროცესი“, „რესპუბლიკა“, „ქადაგება თევზთან“, „ნაწერები დამწვარი დღიურიდან“ და „იო“.

საავტორო კინოს მეჩვიდმეტე საერთაშორისო ფესტივალი 25 სექტემბერს დასრულდება. წელსაც ტრადიციულად საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმებს აჩვენებენ. წარმოდგენილია სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნიდან.

შეგახსენებთ, რომ წელს, არც საქართველოს კულტურისა და არც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კინოფესტივალი არ დაუფინანსებია.

მეტის ნახვა