ბათუმი-თბილისის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები" დედაქალაქში გაიმართა

ბათუმი-თბილისის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ დედაქალაქში, სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა.

საკონცერტო საღამოებში კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ. ფესტივალის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის, მათ შორის შშმ პირებისთვის, რომელიც დარგობრივ მასტერკლასებს, ვორქშოპებსა და ღია ლექციებს მოიცავდა.

„ღამის სერენადები“ იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს მიეძღვნა. ორგანიზატორი კომპანია „არტალიანსია“.

მეტის ნახვა