აჭარული ხის მეჩეთების ფოტოგამოფენა ბათუმის ბულვარში

აჭარული ხის მეჩეთების ფოტოგამოფენა გაიმართა ბათუმის ბულვარში. სივრცეში წარმოდგენილი იყო აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მდებარე სამლოცველოები. გამოფენის მიზანია ეროვნული ქარგის შეუმჩნეველი ნაწილი მოქალაქეებისთვის თვალსაჩინო გახდეს.

მოქალაქეებს, ფოტოები ნახვის საშუალება დილის 11 საათიდან საღამოს ექვს საათამდე ჰქონდათ. დასწრება თავისუფალი იყო.

ღონისძიებას „სოლიდარობის თემი“ ხელმძღვანელობდა. ორგანიზაციამ აჭარის ხის მეჩეთების გადასარჩენად პეტიციაც მოამზადა და უმაღლეს საბჭოს მიმართა.

მეტის ნახვა