აჭარის სახელმწიფო ანსამბლი არსიანი 100 წლისაა

აჭარის სახელმწიფო ანსამბლი არსიანი 100 წლისაა. იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა. ხელოვნების სფეროში გამოჩენილი მოღვაწეობისათვის, ანსამბლი "არსიანის" დირექტორი გიორგი ჭანიშვილი  ტბელ აბუსერისძის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

ღონისძიებების ფარგლებში ანსამბლის საცეკვაო სამოსი გამოიფინა. "არსიანი" 1921 წელს დაარსდა. ანსამბლის რეპერტუარში საქართველოს ყველა კუთხის სასიმღერო და საცეკვაო ფოლკლორის ნიმუშებია.

მეტის ნახვა