როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი კალცონე ანუ დახურული პიცა? - მარტივი რეცეპტი

კალცონე

კალცონეს ანუ დახურული პიცის მომზადების ლეგენდა ასეთია: პიცაიალოებმა გადაწყვიტეს გაეოცებინათ ერთ-ერთი რესტორნის სტუმრები და გადაწყვიტეს, დახურული პიცა გამოეცხოთ. მალე ეს ღვეზელი ტრადიციულ ღია პიცაზე პოპულარული გახდა.

მოსამზადებლად საჭიროა შემდეგი ინგრედიენტები:

  • ზეთი - 4.00 ს/კ
  • მოცარელა - 100.00 გ
  • ხახვი - 1.00 თავი
  • ღორის ხორცის ფარში - 400.00 გ
  • საქონლის ხორცის ფარში - 400.00 გ
  • ნიორი - 3.00 კბილი
  • იტალიური სუნელები (ორეგანო, როზმარინი, ბაზილიკი) - 1.00 ჩ/
  • ხმელი ორეგანო - 1.00 ჩ/კ
  • პილპილის ნარევი: - 1.00 ჩ/კ
  • ტომატპასტა - 90.00 გ
  • პომიდორი - 3.00 ცალი
  • კვერცხის გული - 1.00 ცალი
  • მარილი - 3.00 ჩ/კ
  • შაქარი - 3.00 ჩ/კ
  • მშრალი საფუარი - 7.00 გ
  • ზეითუნის ზეთი - 6.00 ს/კ
  • წყალი - 320.00 მლ
  • ფქვილი - 500.00 გ

მომზადების წესი:

ღრმა ჯამში აურიეთ ნახევარი შაქარი 250 მლ წყალში, დაუმატეთ საფუარი და 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, ასევე 1 ჩ/კ მარილი და ფქვილი, მოზილეთ ცომი, გადააფარეთ ცელოფანი და გააჩერეთ 60 წუთი. აადუღეთ წყალი და დაასხით პომიდვრებს. გააჩერეთ.

აფუებული ცომს დაუმატეთ დარჩენილი ზეითუნის ზეთი, ჩაზილეთ და კვლავ გააჩერეთ 1 საათით. გაფცქვენით პომიდორი, დაჭერით და დააბლენდერეთ ნიორთან ერთად.

გადმოასხით მიღებული მასა მშრალ ტაფაზე, დაუმატეთ დარჩენილი წყალი, ტომატპასტა, 1 ჩ/კ მარილი და დარჩენილი შაქარი, ორეგანო და 0,5 ჩ/კ იტალიური ხმელი ბალახები. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.

ცალკე ჯამში აურიეთ ორივე სახეობის ხორცი, 1 ჩ/კ მარილი, პილპილის ნაზავი და 0,5 ჩ/კ იტალიური ხმელი ბალახები. გაახურეთ ტაფაზე ზეთი (3 ს/კ)/ დაჭერით ხახვი კუბიკებად და მოხრაკეთ ზეთში, შემდეგ დაუმატეთ ხორცის ფარში და თუშეთ ბოლომდე.

აიღეთ ღუმელის ფირფიტა, გადმოაბრუნეთ, მოაყარეთ ფქვილი. გააბრტყელეთ ცომი ორ ფირფიტად. წაუსვით ერთ ფირფიტას ტომატის სოუსი, მოაყარეთ ხორცის ფარშის მასა, დაახეხეთ მოცარელა, დააფარეთ ცომის მეორე ფირფიტა და კარგად შეუწებეთ კიდეები.

ათქვიფეთ კვერცხის გული 1 ს/კ ზეთთან ერთად და წაუსვით ღვეზელს ზედაპირზე. მოათავსეთ 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 15 წუთის განმავლობაში.

მიირთვით ცხელ-ცხელი!

 

წყარო: gemrielia.ge

მეტის ნახვა