როგორ მოვამზადოთ გამაგრილებელი სახლის ლიმონათი?

ლიმონათი

არაფერი ისე არ აკმაყოფილებს წყურვილს სიცხეში, როგორც ჭიქა ცივი ლიმონათი. გთავაზობთ საფეხურებს როგორ მოამზადოთ გამაგრილებელი სასმელი.

გასწავლით მარწყვის და ლიმონის უგემრიელესი ლიმონათის მომზადებას.

  • გამოწურეთ 6 ლიმონის წვენი და გაატარეთ ბადე-საწურში. ლიმონის ცედრა წვრილად გახეხეთ.
  • 2,5 ლიტრ წყალს დაუმატეთ ლიმონის ცედრა და წვენი. ჩაასხით 0,5 ლიტრი შაქრის სიროფი. მის მოსამზადებლად საჭიროა შაქრის გახსნა მდუღარე წყალში 1:2 თანაფარდობით. აურიეთ და დატოვეთ ცოტა ხნით.
  • 3 ჭიქა მარწყვი დაჭყლიტეთ ჩანგლით და შეურიეთ ლიმონიან წყალს. რამდენიმე მოიტოვეთ ჭიქების გასაფორმებლად.
  • ლიმონათი გადაწურეთ ბადე-საწურში (შეგიძლიათ გამოიყენოთ მარლა), ჩაყარეთ ჭიქებში ყინულის კუბები, დაასხით ლიმონათი და გააფორმეთ მარწყვით.

წყარო: rogor.ge

მეტის ნახვა