როგორ მოამზადოთ უგემრიელესი ქლიავის მურაბა ნიგვზის გულით, ხარშვის გარეშე

ქლიავის მურაბა

ქლიავის მურაბის ეს რეცეპტი იმდენად გემრიელია, მისი მომზადება ისევ მოგინდებათ. არ გამოტოვოთ ქლიავის სეზონი.

ინგრედიენტები:

  • ქლიავი 1-2 კგ.
  • ნიგოზი იმის ნახევარი, რამდენი ქლიავიც გექნებათ
  • ყავისფერი შაქარი (1 ქლიავზე ნახევარი ჩ/კ.)

საფეხურები:

  • ინგრედიენტების რაოდენობა არის მიახლოებითი, რადგან შეგიძლიათ მოამზადოთ იმდენი ქლიავი, რამდენიც გაქვთ. მე ჩვეულებრივ ვამზადებ ისე, რომ ყველა ხილი მოთავსდეს ერთ საცხობ სინზე. ასე რომ, ჯერ ქლიავი უნდა აირჩიოთ.
  • ქლიავი გარეცხეთ, შუაზე ჩაჭერით და ამოაცალეთ კურკები. ნიგვზის ლებნებიც შუაზე გაყავით.
  • ქლიავს ჩაუდეთ გულში ნახევარი ნიგოზი.
  • დაჭრილი ქლიავი მოათავსეთ პერგამენტით დაფარულ საცხობ სინზე. ჩააყარეთ ყავისფერი შაქარი თითოეულს ჭრილში. შეგიძლიათ შაქარი შეურიოთ დარიჩინს, მაგრამ გემო ოდნავ განსხვავებული იქნება, დარიჩინი თრგუნავს ნიგვზის გემოს. თითოეული ქლიავისთვის საჭიროა დაახლოებით 0,5 ჩაის კოვზი შაქარი. შეიძლება იყოს ნაკლებიც, თქვენი გემოვნებით. 
  • ქლიავი გამოაცხვეთ ღუმელში 170 გრადუსზე, ნაყოფის დარბილებამდე. ნუ იჩქარებთ ჭამას მაშინვე, მოიცადეტ რომ ნაყოფი ოდნავ გაცივდეს. ქლიავის მურაბა მზადაა. 

გემრიელად მიირთვით!

წყარო: ROGOR.GE

მეტის ნახვა