როგორ გამოვაცხოთ უნაკლო თხელი ბლინები? - მომზადების წესი

ბლინები

გსურს უნაკლო თხელი ბლინების გამოცხობა? გიზიარებთ იდეალური ბლინების რეცეპტს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 1.5 ჭ. მდუღარე წყალი
  • 1.5 ჭ. რძე
  • 2 კვერცხი
  • 1.5 ჭ. ფქვილი
  • 1.5 ს/კ. კარაქი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 1,5 ს/კ შაქარი
  • მწიკვი სოდა
  • ვანილი

მომზადების წესი:

ათქვიფეთ კვერცხები, შაქარი და მარილი ქაფის გაჩენამდე.

შემდეგ, თქვეფის შეწყვეტის გარეშე, დაასხით მდუღარე წყალი. რძის და გამდნარი კარაქის დამატების შემდეგ. როდესაც მასა ერთგვაროვანი გახდება, გააჩერეთ მიქსერი და დაამატოთ გაცრილი ფქვილი და სოდა. თუ გსურთ ტკბილი შიგთავსის გაკეთება, შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ვანილი. 

განაგრძეთ თქვეფა მიქსერით, სანამ ცომი არ გახდება თხევადი და კორძების გარეშე. თქვენ არ დაგჭირდებათ ფქვილის დამატება.

ტაფა კარგად გააცხელეთ და კარაქით წაუსვით. არ არის საჭირო მეტი ზეთის დამატება, პირველი ბლინის გამოცხობის წინ. 

ახლა შეწვით ბლინები ცხელ ტაფაში. დაასხით მცირე რაოდენობით ცომი. ბლინები თხელი და ფორებიანი გამოვა. 

ცხელ ბლინებს წაუსვით კარაქი, მოაყარეთ ცოტა შაქარი, გადაკეცეთ და მიირთვით. ასევე, შეგიძლიათ მიირთვათ თაფლით, ჯემით და სასურველი შიგთავსით. გემრიელად მიირთვით!

 

წყარო: rogor.ge

მეტის ნახვა